logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"დღეს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ"

"დღეს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ"

1782200646

მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც მოქალაქეებსა და ბიზნესს ასამდე სერვისს სთავაზობს და წარმოადგენს თანამედროვე, ეფექტიან და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ მომსახურების მოდელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრულ ტრანსფორმაციას.

„ბოლო წლებში დაინერგა ელექტრონული ცნობების გაცემა, საერთაშორისო მართვის მოწმობის მიღების შესაძლებლობა, ასევე სატრანსპორტო საშუალებების დისტანციური გადაფორმების სისტემა, რაც მოქალაქეებს მნიშვნელოვანი სერვისებით სარგებლობის საშუალებას სახელმწიფო უწყებაში მისვლის გარეშე აძლევს.

საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ციფრულ ტრანსფორმაციას. ჩვენი ამოცანაა, ეს პროგრესი მოქალაქეებისთვის უფრო სწრაფ, უსაფრთხო და მარტივ სახელმწიფო სერვისებად გარდავქმნათ. დღეს მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ, ხოლო საჯარო სექტორში აქტიურად ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მექანიზმები.

მოქალაქეზე ორიენტირებული და ინოვაციური სერვისების განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საჯარო რესურსების ეფექტიან მართვას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას,“- აღნიშნა პრემიერმა.

გამოგვყევით