logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება

500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება

1782201478

25 ივნისს, თბილისში, საერთაშორისო სტარტაპ აქსელერაციის პროგრამის 500 Global in Eurasia- მეათე ნაკადის დემო დღე გაიმართება. ღონისძიება თავს მოუყრის ევრაზიის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ, ადრეული ეტაპის ტექნოლოგიურ სტარტაპებს, საერთაშორისო ვენჩურულ ინვესტორებს (VC), კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და ინოვაციების ეკოსისტემის ლიდერებს.

500 Global in Eurasia საქართველოში საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონში ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას, მათთვის საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებასა და გლობალურ ბაზრებზე ზრდის შესაძლებლობების შექმნას.

დემო დღის ფარგლებში, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამის მონაწილეები აუდიტორიას საკუთარ პროდუქტებს, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო ხედვას წარუდგენენ. ღონისძიება სტარტაპებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, შეხვდნენ პოტენციურ ინვესტორებს, დაამყარონ ახალი პარტნიორობები და საერთაშორისო ეკოსისტემის წარმომადგენლებისგან პროფესიონალური უკუკავშირი მიიღონ.

თუ გაინტერესებთ ტექნოლოგიური ინოვაციები, სტარტაპები, ვენჩურული ინვესტიციები და რეგიონში განვითარებადი სამეწარმეო ეკოსისტემა, დაესწარით 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღეს. ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია: https://events.500.co/500eurasiabatch10demoday/BOG

ინფორმაციისთვის, 2022 წელს 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან ოთხწლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, 500 Global in Eurasia- აქსელერაციის პროგრამა საქართველოში, თბილისში წელიწადში ორჯერ იმართება.

500 Global-ის შესახებ:

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2023 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 20-ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული, რომლებსაც ანტეპრენერობის, ინვესტორობის და წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

გამოგვყევით