logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ნებისმიერი მსურველი, ვინც ბათუმში ჩამოვა შეძლებს, მისთვის სასურველ ფასებში ნახოს სხვადასხვა ტიპის განთავსების ობიექტი"

"ნებისმიერი მსურველი, ვინც ბათუმში ჩამოვა შეძლებს, მისთვის სასურველ ფასებში ნახოს სხვადასხვა ტიპის განთავსების ობიექტი"

1782199614

აჭარა ამის საშუალებას იძლევა - ჩვენს რეგიონს შეუძლია მომხმარებელს სხვადასხვა კატეგორიის, სხვადასხვა ფასის მომსახურებები შესთავაზოს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თინათინ ზოიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ფასების საკითხი რეგულირდება უშუალოდ მოთხოვნა - მიწოდებით და შესაბამისად, ბაზრის წესებით.

„მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ ფასების კვლევას, გვაქვს კონკრეტული ბაზები, სადაც ყველა ობიექტია რეგისტრირებულია, რომელიც ტურისტულ საქმიანობას ეწევა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპისთვის, ნებისმიერი მსურველი, ვინც ბათუმში ჩამოვა შეძლებს, მისთვის სასურველ ფასებში ნახოს სხვადასხვა ტიპის განთავსების ობიექტი“, - აღნიშნა თინათინ ზოიძემ.

მისივე განმარტებით, მაგალითად, თუ საზღვაო სანაპიროზე და უშუალოდ პირველ ზოლზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, იქ ფასები შედარებით მაღალია.

„თუმცა არსებობს საოჯახო სასტუმროები, აპარტოტელები, ბუტიკური სასტუმროები, სადაც ფასები განსხვავებულია. ჩვენს რეგიონს შეუძლია მომხმარებელს სხვადასხვა კატეგორიის, სხვადასხვა ფასის მომსახურებები შესთავაზოს. ბათუმში, მაგალითად, 30 - 50 ლარიდან დაწყებული 500 ან 1000 დოლარამდე შეიძლება იზრდებოდეს ღამის თევის ღირებულება, ეს დამოკიდებულია განთავსების ობიექტების კატეგორიებზე“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, 20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალი ტრადიციულად ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.

გამოგვყევით