Galt & Taggart-ის საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარის კვლევის მიხედვით, 2026 წლის 5 თვის მონაცემებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 6.1%-ით გაიზარდა და 6.2 ტვტ.სთ შეადგინა.
მათივე ცნობით, იმპორტისა და თბოგენერაციის წილი ჯამურ მიწოდებაში 36.3%-ი გახდა (vs 31.1% 2025 წლის 5 თვეში).
"2026 წლის მონაცემებით, აუცილებელია ისეთი გენერაციის ობიექტების განვითარება, რომლებიც საქართველოს სეზონურ გამოწვევებს უპასუხებენ. მაგალითად საჭიროა რეზერვუარიანი ჰიდროსადგურები, ასევე ქარის სადგურები. ამასთან, მონაცემები ხაზს უსვამს ენერგიის დამაგროვებლებისა და საექსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ადგილობრივი მოხმარება წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა.
"წლიური ზრდა დაფიქსირდა ყველა სეგმენტში: აფხაზეთის რეგიონი: +6.6%-ი, პირდაპირი მომხმარებლები: +5.8%-ი, საცალო მომხმარებლები: +2.1%-ი. ამასთან, მოხმარების ზრდა უკავშირდება, როგორც კლიმატურ ფაქტორებს, ასევე ენერგოინტენსიური საწარმოების გააქტიურებას", - ვკითხულობთ კვლევაში.