logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"თეგეტამ" "დეილი ჯგუფს" საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა

"თეგეტამ" "დეილი ჯგუფს" საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა

1782380359

„თეგეტა ჰოლდინგმა“ „დეილი ჯგუფს“, რომელიც FMCG სექტორში ისეთ ცნობილ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა: SPAR, „დეილი“, „მაგნიტი“, „კალათა“, ფლიტ მენეჯმენტის ფარგლებში, FAW-ის ბრენდის 50 ერთეული სატვირთო ტექნიკა მიაწოდა. ეს არის პირველი მსხვილი პროექტი მას შემდეგ, რაც „თეგეტა ჰოლდინგმა“ ახალი ბრენდი საქართველოს ბაზარზე შემოიყვანა. საუბარია FAW Tiger-ის მოდელის სადისტრიბუციო სატვირთო ავტომობილებზე, რომლებიც „დეილი ჯგუფის“ სუპერმარკეტების ქსელის ლოგისტიკურ ოპერაციებს მოემსახურება.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული ტექნიკისა და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „თეგეტა მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ ბაზარს შესთავაზოს სხვადასხვა სეგმენტის ავტომობილები, რომლებიც მაქსიმალურად პასუხობს ბიზნესის საჭიროებებს. FAW-ის კომერციული მიმართულება სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია - ეს არის ბრენდი, რომელიც გამოირჩევა ოპტიმალური ფასისა და შესაძლებლობების კომბინაციით და განსაკუთრებით საინტერესოა ლოგისტიკისა და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის.

FAW გამოირჩევა ხარისხისა და ფასის საუკეთესო პროპორციით. ვფიქრობთ, FAW-ის გამძლეობის, გამოცდილებისა და თეგეტას სერვისის ინფრასტრუქტურის შედეგად ძალიან წარმატებული პარტნიორობა გვექნება“.

კომპანიებს შორის გარიგება ფლიტ მენეჯმენტის სერვისსაც მოიცავს, რაც ავტოპარკის სრულ ტექნიკურ მომსახურებას, გამართულობის კონტროლსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას აერთიანებს. ბიზნესისთვის ეს ნიშნავს წინასწარი დიდი ინვესტიციის გარეშე მუშაობას, ხარჯების ზუსტ დაგეგმვასა და ძირითად საქმიანობაზე ფოკუსირების შესაძლებლობას. ამ ეტაპზე, „თეგეტა“ ჯამში 37 კომპანიის 400-მდე ავტომობილს უწევს ფლიტ მენეჯმენტის მომსახურებას.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: დეილი ჯგუფთან გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზით. პირველ რიგში, ეს არის დიდი მოცულობის პროექტი, რომელიც აჩვენებს, რომ ქართული ბიზნესი უფრო აქტიურად გადადის თანამედროვე ფლიტ მენეჯმენტის მოდელზე. მეორე მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ FAW-ის კომერციული ავტომობილები უკვე რეალურ ოპერაციებში გამოიყენება ისეთი მსხვილი ბიზნესის მიერ, როგორიც არის „დეილი ჯგუფი“. ეს ქმნის კარგ მაგალითს ბაზრისთვის და ადასტურებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ეფექტიანია.

ფლიტ მენეჯმენტი დღეს უკვე ბიზნესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან კომპანიებს საშუალებას აძლევს, ავტომობილების მართვა პროფესიულ და სისტემურ მოდელზე გადაიყვანონ. 5 წლიან პერსპექტივაში, ამ მიდგომით ბიზნესს შესაძლებლობა აქვს მსუბუქ ავტომობილებზე ხარჯების 15% დაზოგოს, მძიმე ტექნიკაზე კი 20-25%. 

„დეილი ჯგუფის შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ავტომობილების მიწოდებაზე - ეს არის სრულფასოვანი ფლიტ მენეჯმენტის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ავტომობილების მიწოდებას, ტექნიკურ მომსახურებას, ოპერაციულ მართვასა და ხარჯების მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას. 

„დეილი ჯგუფისთვის“ ეს პროექტი არ არის მხოლოდ ავტოპარკის განახლება - ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიის საოპერაციო ეფექტიანობისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

იოსებ ბაჩი ჩხაიძე, „დეილი ჯგუფის“ მიწოდების ოპერაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორობაა, რომელიც მიზნად ისახავს ოპერაციული ეფექტიანობისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ ვიყენებთ ჰიბრიდულ მოდელს - ავტოპარკის ტექნიკურ მომსახურებასა და მოვლა-პატრონობას „თეგეტა“ უზრუნველყოფს, ხოლო საწვავის მართვა, მარშრუტების დაგეგმვა და მძღოლების ოპერირება „დეილი ჯგუფის“ შიდა კონტროლის ქვეშ რჩება. ეს მიდგომა გვაძლევს ეფექტიანობისა და კონტროლის დაბალანსებულ კომბინაციას, ამცირებს ადმინისტრაციულ დატვირთვას და გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს.

რაც შეეხება FAW-ის ბრენდზე არჩევანის გაკეთებას, ეს განპირობებული იყო სანდოობით, ოპერაციულ მოთხოვნებთან შესაბამისობითა და ეკონომიკური ეფექტიანობით. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საოპერაციო ლიზინგის კონკურენტუნარიანმა პირობებმა და მიწოდების მოკლე ვადებმა, რაც სწრაფი მასშტაბირების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. „თეგეტასთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის ნიშნავს სანდო და გრძელვადიან პარტნიორობას, რომელიც დაფუძნებულია პროფესიონალიზმსა და ხარისხზე და პირდაპირ აისახება ჩვენი სერვისის ხარისხსა და კომპანიის განვითარებაზე“.

FAW (First Auto Works Jiefang) ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელია, რომელიც სატვირთო ტექნიკას 1953 წლიდან აწარმოებს. მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგი“ მიმდინარე წელს გახდა.

--

თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

"ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზა ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების კუთხით დამატებით პერსპექტივებს აჩენს"

"ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზა ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების კუთხით დამატებით პერსპექტივებს აჩენს"

გამოგვყევით