logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"www.ekalata.gov.ge მოსახლეობას აძლევს ფასებზე დაკვირვების შესაძლებლობას" - პრემიერი

"www.ekalata.gov.ge მოსახლეობას აძლევს ფასებზე დაკვირვების შესაძლებლობას" - პრემიერი

1782387974

ახალი პლატფორმა მოსახლეობას აძლევს ფასებზე დაკვირვების შესაძლებლობას და ყველაზე დაბალი ფასების იდენტიფიცირების საშუალებას კონკრეტულ მომენტში, რაც განსაკუთრებულად შეჭირვებული მოსახლეობისთვის კალათის ფასს შეამცირებს,  - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალზე - www.ekalata.gov.ge საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პლატფორმის სწორად მუშაობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინიციატივაც, გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმა მოსახლეობას აძლევს ფასებზე დაკვირვების შესაძლებლობას და ყველაზე დაბალი ფასების იდენტიფიცირების საშუალებას კონკრეტულ მომენტში, რაც ბუნებრივია, შეამცირებს განსაკუთრებულად შეჭირვებული მოსახლეობისთვის კალათის ფასს და შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ამ პლატფორმის სწორად მუშაობას.

მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პლატფორმის შექმნაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი - www.ekalata.gov.ge  წარადგინა. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.

ამასთან, ვებ-გვერდზე www.ekalata.gov.ge განთავსებული იქნება  საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე - 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები. 

გამოგვყევით