მიკრობანკების სადეპოზიტო პორტფელი 51 მლნ ლარს გადასცდა. წლის დასაწყისიდან ანაბრების მოცულობა 41%-ითაა გაზრდილი. 2026 წლის იანვრის მონაცემებით კი მისოებში 36 მილიონი ლარის დეპოზიტები იყო განთავსებული.
რაც შეეხება წმინდა მოგებას, მიკრობანკების წმინდა მოგება 8. 7 მლნ ლარს აღწევს. მაჩვენებლებით კრისტალი ლიდერობს, რომლის წმინდა მოგებაც 7 მლნ-ია, ხოლო ემბისის წმინდა მოგება 1.6 მლნ ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, ბაზარზე ამ დროისთვის ორი მიკრობანკი ოპერირებს. პირველი მიკრობანკი 2024 წლის დეკემბერში გამოჩნდა. მიკრობანკის პირველი ლიცენზია MBC-იმ მიიღო.