logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

პრემიერი - არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული

პრემიერი - არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული

1782478717

არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ფიქრი პრივატიზაციაზე და შესაბამისი რესურსების მიმართვაზე ახალ ინფრასტრუქტურაში.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას. ჩვენ გვაქვს ასეთი ზოგადი გეგმა. როგორც მოგეხსენებათ, ძირითადად 2 ლოკაციაზე -  თბილისსა და ქუთაისში განვითარდება ახალი ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, უნდა გავაფართოოთ რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება არსებულ შენობა-ნაგებობებს, ძალიან მარტივად უნდა გავმიჯნოთ კონკრეტული შენობები, რომლებიც არის დაკავშირებული კონკრეტული უნივერსიტეტების იდენტობასთან, სხვა შენობებისგან. არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული. რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ვიფიქროთ პრივატიზაციაზე და შესაბამისი რესურსების მიმართვაზე ახალ ინფრასტრუქტურაში. ეს არის ზოგადი მიდგომა, დანარჩენი გზადაგზა შეგვიძლია უფრო დეტალურად გაგიზიაროთ ინფორმაცია, მათ შორის პრივატიზაციასთან დაკავშირებით, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით“, -  განაცხადა პრემიერმა.

გამოგვყევით