logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

გიორგი ხაბაშვილი: რითეილ სექტორში ძალიან მაღალი კონკურენციაა

„რითეილ სექტორში არის ძალიან მაღალი კონკურენცია, როგორც ფიზიკური მარკეტების თვალსაზრისით, ასევე ონლაინ თვალსაზრისით და ეს კონკურენცია განაპირობებს იმას, რომ  ყველა ცდილობს უფრო კარგი შეთავაზება გაუკეთოს მომხმარებელს“, -  ამის შესახებ "რითეილ ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ხაბაშვილმა ღამის „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი შეფასების გაკეთების საშუალებას ახალი პორტალი იძლევა, რადგან მასში მაღალია პროდუქტებზე საუკეთესო შეთავაზებების კონცენტრაციის ხარისხი. გიორგი ხაბეიშვილის შეფასებით, ასეთი პროდუქტების ჩამონათვალი კიდევ უფრო გაიზრდება. 

„რაც შეეხება ამ 13 სასაქონლო ჯგუფს, ამ ჯგუფთან მიმართებით  კომპანიებმა აიღეს სტრატეგია და თქვეს, რომ მოდით ჩვენ მინიმუმ 1 პროდუქტს გამოვყოფთ ისეთს, რომელზეც გავაკეთებთ ყველაზე საუკეთესო შეთავაზებას, რაც კი საერთოდ შესაძლებელია. ბევრი კომპანიაა, რომელსაც იმ სასაქონლო ჯგუფში 4 და მეტი პროდუქტი აქვს და დარწმუნებული ვარ, რა ტენდენციასაც ვუყურებ, ამ პროდუქტების სია უფრო და უფრო გაფართოვდება. განსაკუთრებით ის კომპანიები, რომლებიც მათი სეგმენტიდან, ბიზნესმოდელიდან  გამომდინარე ორიენტირებულები არიან მაქსიმალურად დაბალი ფასის შეთავაზებაზე. მე ვხედავ უკვე, რომ კიდევ უფრო გააფართოებენ ამ ჩამონათვლს“, -  განაცხადა გიორგი ხაბეიშვილმა

"რითეილ ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარემ საუბრისას ყურადღება რეპუტაციულ ნაწილზეც გაამახვილა. მისი შეფასებით, რითეილ სექტორი არაა მოტივირებული მომხმარებელს არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს, რადგან აღნიშნული დიდ რეპუტაციულ ზიანს გამოიწვევს.

„რითეილ სექტორი, ყველა სუპერმარკეტების ქსელი განვითარებისკენაა მიმართული და არის ყოველთვის განწყობილი იმისკენ, რომ განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა და რითეილ სექტორი. ამ სფეროში რეპუტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს ბიზნესში, ამიტომ ყველა ძალიან უფრთხილდება ამას და არავინაა ორიენტირებული, რომ რაღაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს,"- აღნიშნა ხაბეიშვილმა. 

ცნობისთვის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი - www.ekalata.gov.ge  წარადგინა. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.

ამასთან, ვებ-გვერდზე www.ekalata.gov.ge განთავსებული იქნება  საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე - 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები. 

გამოგვყევით