logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქსტატი" ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას - პრემიერი

"საქსტატი" ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას - პრემიერი

1782477296

"საქსტატი" ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქსტატზე მინიშნება და საქსტატისკენ ხელის გაშვერა  ვერ იქნება ვერავითარი გამოსავალი.

„კრიტიკულად იყო ნახსენები სტატისტიკის სამსახური. შეიძლება რაიმე თქვათ სტატისტიკის სამსახურზე, მაგრამ ვერ გაექცევით კონკრეტულ მონაცემებს, რომლებიც, მაგალითად ბიუჯეტთან არის დაკავშირებული. რაც არ უნდა დაწეროს სტატისტიკის სამსახურმა, სტატისტიკის სამსახური ვერ გადაიხდის ბიუჯეტში ფულს, ნაცვლად  მილიონი ჩვენი თანამოქალაქისა. ყველას გირჩევთ, რომ თვალი გავუსწოროთ იმ მონაცემებს, რომლებიც წარმოდგენილია თქვენს წინაშე. ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული სამსახურის მონაცემები, ეს არის ის მონაცემები, რომლებიც აისახება ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის სახით და ა.შ. ამიტომ, საქსტატზე მინიშნება და საქსტატისკენ ხელის გაშვერა თქვენთვის ვერ იქნება ვერავითარი გამოსავალი, მით უმეტეს, რომ საქსტატი ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოგვყევით