logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ქართულმა OneClick Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო

ქართულმა OneClick Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო

1783669374

ქართულმა ავიაკომპანია OneClick Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას TAV GEORGIA ავრცელებს. 

საქართველოსა და ისრაელის დედაქალაქებს შორის პირდაპირ რეისებს აღნიშნული ავიაკომპანია კვირაში ორჯერ განახორციელებს. 

"თელ-ავივი - თბილისის ფრენები ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება, თბილისი- თელ-ავივის ფრენები კი ყოველ ორშაბათსა და პარასკევს. ავიაკომოანია OneClick Airways-მა ისრაელის დედაქალაქიდან თბილისში Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV GEORGIA-ს ორგანიზებით პირველი რეისის მოფრენასთან დაკავშირებით სიმბოლური ღონისძიება გაიმართა.  აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას Oneclick Airlines-მა თელ-ავივის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება ბათუმიდანაც დაიწყო,"-აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გამოგვყევით