logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა

1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა

1784872158

1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა და იასონ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, საქმიანობას დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში შეუდგა. ამის შესახებ ინფორმაციას დ ფოტომასალას  საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ)  სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს. 

"იასონ ლორთქიფანიძის აზრით, სახელმწიფო ბანკის მთავარი ორიენტირი საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობისთვის ხელის შეწყობა უნდა ყოფილიყო. მას ასევე მიაჩნდა, რომ სახელმწიფო ბანკისთვის საჭიროა ნდობის თავიდანვე მოპოვება.

 2019 წელს ეროვნულმა ბანკმა პირველი ცენტრალური ბანკის დაარსების საუკუნოვან იუბილეს საკოლექციო მონეტა მიუძღვნა.

 ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ სხედან - 1. აკაკი ჩხენკელი 2. გრიგოლ ლორთქიფანიძე 3. რაჟდენ არსენიძე 4. იასონ ლორთქიფანიძე 5. ნოე რამიშვილი 6. ალექსანდრე ლომთათიძე 7. ნიკოლოზ ელიავა 10. პარმენ ჭიჭინაძე 11. ივანე ჭავჭანიძე | მარცხნიდან მარჯვნივ დგანან - 5. რაჟდენ დუმბაძე 7. გიორგი ჟურული,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით