ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6272 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6278 ლარი იყო.
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9916 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9849 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0067 ლარი შეადგინა.