logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება

1785307764

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საჩხერის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება 17 კმ-იან მონაკვეთს.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზა 3 მუნიციპალიტეტს ერთმანეთთან და გზის მიმდებარე სოფლებს რაიონულ ცენტრთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტში გადის, გზის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული,  რაც  ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა. ახალი პროექტი კი სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება გზის სავალი ნაწილი, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით, მოეწყობა ახალი საგზაო ნიშნები, თვალამრიდები და განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26,2 მლნ.ლარამდე ფინანსდება და მისი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.

გამოგვყევით