logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება

გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება

1785747073

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს. ამ დროისთვის, მოეწყო ორი ახალი სპორტული მოედანი, ხოლო ცხრას  - რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

მათ შორის, ახალი სტადიონი მოეწყო მუხიანის IVბ მიკრორაიონის N29 კორპუსთან, სადაც მანამდე არსებული ამორტიზებული სპორტული მოედნის სრული დემონტაჟი განხორციელდა. ადგილზე მოეწყო ბეტონის ახალი საფარი, დამონტაჟდა  განათების ქსელი, დაიგო  ხელოვნური ბალახის საფარი და განთავსდა ლითონის ბადეები და კალათბურთის ფარი. აღნიშნული მოედნის რეაბილიტაციისთვის  143 400  ლარამდე დაიხარჯა.

სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 524 000 ლარი დაიხარჯა.

დასრულებული სპორტული მოედნის პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ჩიქვინიძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კახაბერ დავითაია - ეროვნული ბანკის ახალი ანალიტიკური პორტალი ეკონომიკური მონაცემების ანალიზისთვის მეტად პრაქტიკული და სასარგებლო ინსტრუმენტია

კახაბერ დავითაია - ეროვნული ბანკის ახალი ანალიტიკური პორტალი ეკონომიკური მონაცემების ანალიზისთვის მეტად პრაქტიკული და სასარგებლო ინსტრუმენტია

გამოგვყევით