logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"თბილისის მეტროს ახალი ვაგონები კონდიცირების სისტემით იქნება აღჭურვილი" - ნინო ბაგაშვილი

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ნინო ბაგაშვილის განცხადებით, თბილისის მერიის მიერ შეძენილი მეტროს ახალი ვაგონები გაგრილების სისტემით იქნება აღჭურვილი. როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, 25 მატარებელი ჩამოვა, დაახლოებით 4-5-ვაგონიანი შემადგენლობით.

„11 ვაგონი ჩამოვა. საერთო ჯამში, 25 მატარებელი, დაახლოებით 4-5-ვაგონიანი შემადგენლობით. ეს თბილისის მეტროსთვის სიახლე იქნება, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს, უფრო კომფორტულად იმგზავრონ თბილისის მეტროში. უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება მეტრო მიმზიდველი, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ვაგონები აღჭურვილი იქნება თანამედროვე სისტემებით. მათ შორის, ყველასთვის ძალიან საინტერესოა ის, რომ ახალ ვაგონებში კონდიცირება იქნება, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის“, - განაცხადა ნინო ბაგაშვილმა.

მისი თქმით, მეტროს ახალი ვაგონები წლის ბოლოდან უკვე გაეშვება ექსპლუატაციაში.

„რა თქმა უნდა, 111 ვაგონი არ არის საკმარისი სრულად ჩანაცვლებისთვის, თუმცა 89 ნოემბრამდე უკვე უნდა ჩამოვიდეს პირველი მატარებელი. დაახლოებით წლის ბოლოდან უკვე გაეშვება ექსპლუატაციაში“, - განაცხადა ნინო ბაგაშვილმა.

მისი თქმით, ჯერ არ არის ცნობილი, რომელ ხაზზე გავა ახალი მატარებელი, რადგან ეს საკითხი სატესტო რეჟიმში გასვლის შემდეგ გადაწყდება.

მისივე თქმით, არსებული ვაგონებით მხოლოდ ადგილობრივი შემადგენლობა ჩანაცვლდება.

„მოცდის დროზე ეს ყველაფერი არ იმოქმედებს, თუმცა სამომავლოდ მოცდის დროის შემცირებაც დაგეგმილია და ამ საკითხზე ვიმუშავებთ“, - განაცხადა ნინო ბაგაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერია აქტიურად მუშაობს არა მხოლოდ მეტროს, არამედ ახალი ავტობუსების ჩამოყვანისა და ასევე, ტრამვაის მშენებლობის მიმართულებითაც.

გამოგვყევით