logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ლოგისტიკური ხარჯების ზრდა მეღვინეებისთვის დიდი გამოწვევაა"- მარანი Kapistoni

გაძვირებული ტრანსპორტირება და გაზრდილი ლოგისტიკური ხარჯები მცირე კომპანიებისთვის გამოწვევად იქცა.  “მარანი კაპიოსტონის” დამფუძნებელი ნიკო ჩოჩიშვილი "ბზინესპარტნიორთან" ამბობს, რომ პროდუქციის ფასის შენარჩუნება საკონტეინერო გადაზიდვებისა და საწვავის ფასის ზრდის გამო, მოგების შემცირების ხარჯზე უწევს .

"თუ ეს პროცესები დიდხანს გაგრძელდება, ფასის გაზრდაც მოგვიწევს. რაც შეეხება მოთხოვნას -  მზარდია, თუმცა სარეალიზაციო არხების გაფართოებას არ ვგეგმავთ, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება. ამ ეტაპზე, ქართლში 10 ჰექტარი ვენახი გვაქვს საკუთრებაში და 2 ჰექტარი კონტრაქით აღებული. მოსავალი ძალიან კარგია, თუმცა არასტაბილური ამინდების გამო რთველი დროში ჭიანურდება,"- ამბობს ნიკო ჩოჩიშვილი. 

კომპანია ყოველ წელს, 10 იშვიათი სახეობის, 25-30 ათას ბოთლამდე ქვევრის ღვინოს აწარმოებს და რეალიზაციას ძირითადად, ამერიკაში და ევროპის ქვეყანაში და აზიის რამდენიმე ბაზარზე ახდენს, თუმცა ყველაზე დიდი წილი შტატებზე მოდის. ამიტომ მათი ბიზნესის განვითარებაზე ლოგისტიკური ხარჯები პირდაპირ ახდენს გავლენას.

ნიკო ჩოჩიშვილმა მარანი, 2009 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ააშენა, ერთი მთავარი მიზეზის გამო, რომ ქართული ღვინო უკეთ გაეცნო უცხოელებისთვის და სწორად დაენახებინა მათთვის, თუ რატომ არის გამორჩეული ის. 

გამოგვყევით