logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

GITA-ს "5000 IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე" 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს

GITA-ს "5000 IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე" 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს

1795776614

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) „5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე“ მეხუთე, ბოლო ნაკადზე 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს. მათი შერჩევა 23,631 განაცხადიდან მოხდა.

პროგრამის მიმდინარე ნაკადის ფარგლებში, აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის სასურველი კურსები ოთხი ძირითადი მიმართულებიდან აერჩიათ: პროგრამირება, დიზაინი, მართვა/მხარდაჭერა და ხელოვნური ინტელექტი (AI).

ჩარიცხული აპლიკანტების რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: პროგრამირება - 500 სტუდენტი; დიზაინი - 200 სტუდენტი; მართვა/მხარდაჭერა - 150 სტუდენტი; ხელოვნური ინტელექტი (AI) - 150 სტუდენტი.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებაზე დაფიქსირდა, სადაც 3 798 აპლიკანტი დარეგისტრირდა. ეს ტექნოლოგიურ სფეროში AI-ს წლიდან წლამდე მზარდ პოპულარობასა და მისი შესწავლის მაღალ ინტერესზე მიუთითებს.

ჯამური რეგისტრაციების რაოდენობით მეორე ადგილზე პროგრამირების, შედგომ კი მართვა/მხარდაჭერის მიმართულებაა.

პროგრამა ინიციატივა „Do IT in Georgia“-ს შემადგენელი ნაწილია და მის მიზანს  საქართველოში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის მომზადება და მოქალაქეების ციფრულ სამყაროსთან ადაპტაცია წარმოადგენს.

IT კურსების შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია ინტეგრირებულ ონლაინ პლატფორმაზე - edu.doit.gov.ge.  აღნიშნული რესურსი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთიან სივრცეში გაეცნონ პროფესიული განვითარების ყველა შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ციფრულ ინდუსტრიაში კარიერის დაგეგმვას.

გამოგვყევით