logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Wishlist-ი 2027 წელს ბათუმსა და ქუთაისში ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს

საბავშვო პროდუქციასა და საოჯახო ნივთებზე სპეციალიზებული კომპანია Wishlist.ge („ვიშლისთი“) მომავალ წელს ქსელის გაფართოებას გეგმავს.

კომპანიის სამომავლო გეგმებზე „ბიზნესპარტნიორთან“ Wishlist-ის დამფუძნებელმა სალომე ქუთათელაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, 2027 წელს კომპანია ბათუმსა და ქუთაისში ახალი ფილიალების დამატებას აპირებს.

მისივე განმარტებით, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს სხვადასხვა კატეგორიაში გაყიდვების ზრდა ფიქსირდება.

„ქსელის გაფართოება იგეგმება. 2027 წელს ბათუმსა და ქუთაისში ფილიალების დამატებას ვგეგმავთ. ინვესტიციის მოცულობა ამ ეტაპზე უცნობია.

რაც შეეხება გაყიდვებს, თუ საახალწლო კატეგორიას ცალკე განვიხილავთ, ჩვენს შემთხვევაში, გასულ წელთან შედარებით, გაყიდვები გასამმაგებულია. ახალშობილის პროდუქციაზე დაახლოებით 30%-იანი ზრდა ფიქსირდება. ონლაინ მოთხოვნა გაორმაგებულია.

„ვიშლისთი“ მომავალ წელს მომხმარებელს საკმაოდ ბევრ სიახლეს ჰპირდება, როგორც კატეგორიების განვითარების, ისე აქციებისა და სხვა მიმართულებებით“, – განაცხადა სალომე ქუთათელაძემ.

Wishlist.ge საბავშვო პროდუქციისა და საოჯახო ნივთების მაღაზიათა ქსელი და ევროპული პროდუქციის იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს 50 000-ზე მეტ დასახელების ნივთს სთავაზობს.

მაღაზიათა ქსელი წარმოდგენილია თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. კომპანიას საქართველოს მასშტაბით სულ 10 ფილიალი აქვს.

გამოგვყევით