საქართველოს ფინტექ ასოციაცია ადგილობრივი ფინტექ ინდუსტრიის კატალოგის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც სექტორის სრული ანალიზი იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით კიკვიძემ, „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.
„ვმუშაობთ ჩვენი ფინტექ სექტორის კატალოგის შემუშავებაზე, რომელშიც წარმოდგენილი იქნება სექტორის ვრცელი ანალიზი, საინვესტიციო მოცულობა, ბაზრის ზომა და მოთამაშეთა რაოდენობა“, — აღნიშნა დავით კიკვიძემ.
ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, კვლევითი დოკუმენტის მომზადება მომდევნო წლის პირველ ნახევარში იგეგმება. ამჟამად გამოცხადებულია ტენდერი, მიმდინარეობს კონტრაქტორების მოძიება და დეტალების შეთანხმება.
„მომდევნო წლის პირველ ნახევარში გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული კვლევითი დოკუმენტი უკვე გვექნება“, — განაცხადა დავით კიკვიძემ.
თამთა ცერცვაძე