logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

1791890040

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები და 79 ხმით ერთხმად მხარი დაუჭირა.

საკითხზე მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები ძირითადად ეროვნული ბანკის მიმართ სავალუტო ფონდის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ეხება.

კანონპროექტით დეტალურად გაიწერა ის შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ვერ ასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ეროვნული ბანკის საბჭო 1 თვის განმავლობაში ვერ ახერხებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტისთვის, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულების ვალდებულების დაკისრებას.

ცვლილების თანახმად, ასეთ შემთხვევაში, მოვალეობას შეასრულებს ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც უფრო ადრე გახდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.

ასევე იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და განისაზღვრება შესაბამის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილების მოთხოვნა. საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრად მოიწვიოს დარგის ექსპერტი და განსაზღვროს მისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, შერჩევის წესი და შრომის ანაზღაურება. 

პროექტის თანახმად, ასევე განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები ციფრული ლარის დამზადების, ემისიისა და მიმოქცევის მიმართულებით.

გამოგვყევით