საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 7.2%-მდე გაზარდა.
IMF-ის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, 2027 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.7%-ით გაიზრდება.
სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა საქართველოში, დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წელს 5.4% 2027 წელს კი ფასების დონე 3.6% იქნება.
რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, IMF-ის თანახმად, მაჩვენებელი 2026-2027 წლებში 13.9% იქნება.
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, IMF-ის ანგარიში ეკონომიკური ზრდის კუთხით ასე გამოიყურება: სომხეთი – 5.5%; აზერბაიჯანი – 1.7%; ყაზახეთი – 4.4%; თურქეთი – 2.7%; უკრაინა – 1.0%; რუსეთი – 0.9%.
ცნობისთვის, ბოლო ერთ თვეში ოთხმა უმსხვილესმა და ავტორიტეტულმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), მსოფლიო ბანკი (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა.