logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქსტატი: 2025 წელს საქართველოში საფინანსო სექტორის შემოსავლებმა ₾13.8 მლრდ შეადგინა

საქსტატი: 2025 წელს საქართველოში საფინანსო სექტორის შემოსავლებმა ₾13.8 მლრდ შეადგინა

1792049291

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ცნობით, 2025 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 13.8 მლრდ. ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, შემოსავლის უდიდეს ნაწილს (80.3%) საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენდა, 9.1% საკომისიო შემოსავლებზე მოდიოდა, ხოლო დარჩენილი 10.6% სხვა სახის შემოსავლებზე განაწილდა.

"2025 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 3.1 მლრდ. ლარი ნაღდი ფულის სახით. ამავე დროს, ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 2.9 მლრდ. ლარი შეადგინა.

2025 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 42.7 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 65.6 პროცენტი ქალი იყო. 2025 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 1.3 მლრდ. ლარი შეადგინა, საიდანაც 42.0% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა, 11.3% – ქონების დაზღვევაზე, 9.6% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 6.4% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო
პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1.4% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი
(29.3%) სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა.

2025 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 763.9 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 56.6% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა, 6.3% – ქონების დაზღვევაზე, 5.4% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 5.0% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (26.7%) სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა",-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით