საქართველოში ცემენტის იმპორტი შემცირდა.
"საქსტატის" ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 51.2 მლნ დოლარის ღირებულების ცემენტის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით ნაკლებია. გასული წლის რვა თვეში ქვეყანაში 62.1 მლნ დოლარის ღირებულების ცემენტი შემოვიდა.
პროდუქტის იმპორტი ძირითადად ორი ქვეყნიდან - აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან განხორციელდა. მათ შორის, აზერბაიჯანიდან 38.1 მლნ დოლარის ღირებულების, ხოლო თურქეთიდან 13 მლნ დოლარის ღირებულების ცემენტი შემოვიდა.
იმპორტისგან განსხვავებით, გაზრდილია ექსპორტის მაჩვენებლები. ბოლო მონაცემებით ქვეყნიდან თითქმის 5 მილიონი დოლარის ღირებულების ცემენტი გავიდა. ექსპორტის ძირითადი ნაწილი სომხეთზე მოდიოდა. სომხეთში 4.7 მლნ დოლარის ღირებულების ცემენტი გავიდა.