კომპანია „სვანიძის ზეთისხილი“ ფართოვდება და ახალ საწარმოს ხსნის. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5-10 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. საწარმო რამდენიმე სახეობის პროდუქტს გამოუშვებს. მათ შორისაა ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის ბაზაზე დაფუძნებული კრემები, შამპუნები, საპნები და სხვა.
პროდუქტი პირველ ეტაპზე ქართულ ბაზარზე გაიყიდება, თუმცა სამომავლოდ ექსპორტზეც გავა.
ამ ეტაპზე ქარხნის პროექტირების პროცესი მიმდინარეობს. საწარმო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტარიბანაში განთავსდება, სადაც კომპანიის ზეთისხილის პლანტაციებია.
„პროექტი შემდგარია. ჩვენთან არიან ფრანგი და იტალიელი წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროექტის ირგვლივ მუშაობენ. პროდუქტს მაღალი საექსპორტო პოტენციალი აქვს.“ - აღნიშნა გიორგი სვანიძემ.
მისივე ინფორმაციით, ახალი საწარმო ერთ წელში გაიხსნება.
კომპანია „ქართული ზეთისხილი" ზეთისხილის ბაღებს კახეთში ფლობს. ამასთან, კომპანიის საკუთრებაშია ზეთისხილის გადამამუშავებელი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 7 მილიონიანი ინვესტიციით 2025 წელს გაიხსნა.