logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

1792392433

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში, ჯამში, 35 000 აშშ დოლარის ოდენობის 350 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა.

მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად ამოიღეს.

გამოგვყევით