logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ქართული ჯიშის ძაღლების საერთაშორისო აღიარების ხელშეწყობის მიზნით, თელავში საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა

ქართული ჯიშის ძაღლების საერთაშორისო აღიარების ხელშეწყობის მიზნით, თელავში საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა

1792392780

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით, საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ორგანიზებით, თელავში, ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა და საერთაშორისო კონგრესი „მთის ძაღლი“ გაიმართა.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო კინოლოგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ურუგვაიდან, პორტუგალიიდან და სერბეთიდან. 

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ძირითად მიზანს ქართული აბორიგენული ჯიშების - ქართული მთის ძაღლისა
და უძველესი სანადირო ძაღლის მეკვერნეს საერთაშორისო აღიარების ხელშეწყობა, მათი უნიკალური ჯიშობრივი მახასიათებლების დაცვა-შენარჩუნება და პოპულარიზაცია წარმოადგენდა.


"მნიშვნელოვანია, რომ ქართული ჯიშების საერთაშორისო აღიარება ხელს შეუწყობს მათი ქართული წარმომავლობისა და იდენტობის საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებას. ასევე ქართული ჯიშების საქართველოში შენარჩუნებასა და გამრავლებას, მათი გადაშენების რისკის შემცირებას და საერთაშორისო გამოფენებსა და კინოლოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობას.

ახალი შესაძლებლობები შეექმნებათ ქართველ მომშენებლებს - გაიზრდება ქართული ჯიშების ცნობადობა და მოთხოვნა უცხოეთში, რაც ხელს შეუწყობს ლეკვების საერთაშორისო ბაზარზე რეალიზაციასა და ქართული ჯიშების პოპულარიზაციას",-აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გამოგვყევით