logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სამწუხაროდ, ჯერჯერობით სკეპტიკურად ვუყურებთ იმას, რომ შესაძლებელია, ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირება უახლოეს მომავალში მოხდეს" - ზაალ იაკობიძე

"სამწუხაროდ, ჯერჯერობით სკეპტიკურად ვუყურებთ იმას, რომ შესაძლებელია, ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირება უახლოეს მომავალში მოხდეს" - ზაალ იაკობიძე

1774002158

სამწუხაროდ, ჯერჯერობით სკეპტიკურად ვუყურებთ იმას, რომ შესაძლებელია, ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირება უახლოეს მომავალში მოხდეს, - ამის შესახებ "სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ზაალ იაკობიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზი არის ის რეალობა და პროგნოზები, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით არსებობს. 

"ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე ძალიან მოკლე დროში მოხდა ფასების ზრდა და ცუდი ის არის, რომ ეს ტენდენცია კიდევ გრძელდება. საქართველოს ბაზარზე აღნიშნულმა იქონია გავლენა და ფასების ზრდა უკვე მოხდა და დღეისათვის ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდა იმ სიმძაფრით და სიმწვავით არ მომხდარა, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე მოხდა. ამის მიზეზი არის ის, რომ როდესაც გაძვირება დაიწყო საქართველოში სხვადასხვა კომპანიის მიერ საკმაოდ კარგი მარაგები იყო შექმნილი, რომლის საშუალებითაც ისეთი კატასტროფული არ არის ფასის ზრდა, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე. ანუ ჩვენთან ფასის ზრდის ტემპები უფრო მცირე და ნაკლებია. 

რაც შეეხება ხვალინდელ დღეს - კარგის მოლოდინი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს გამომდინარე იმ რეალობიდან და პროგნოზებიდან, რაც ამ ომთან დაკავშირებით არის. მოლოდინი არ არის, რომ ომი სწრაფად დასრულდება და შესაბამისად, არც იმის მოლოდინი არსებობს, რომ სწრაფად მოხდება ნავთობის ფასის შემცირება და შესაბამისად, ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის შემცირება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით სკეპტიკურად ვუყურებთ იმას, რომ შესაძლებელია, ფასების შემცირება უახლოეს მომავალში მოხდეს", - აცხადებს ზაალ იაკობიძე. 

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა - ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებაში, ჩართულია აშშ-იც. პარალელურად აქტიურია ირანის მხარდამჭერი ჯგუფები რეგიონში, რაც კონფლიქტს ფართომასშტაბიან რეგიონულ კრიზისად აქცევს. 

გამოგვყევით