ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხის ფონზე ავიაკომპანია Lufthansa-მ თეირანისა და ბეირუთის მიმართულებით ფრენები მომავალ წლამდე შეაჩერა.
ავიაკომპანიის განცხადებით, თეირანში Lufthansa-ს რეისები 2025 წლის 31 იანვრამდე შეჩერდა, ბეირუთში კი – 2025 წლის 28 თებერვლამდე.
Lufthansa-ს ჯგუფში შემავალ ავიაკომპანიებს შორის არიან Lufthansa, Austrian Airlines-ი, Swiss Internationl Air lines, Brusseles Airlines-ი და Eurowings-ი.
ცალკე გავრცელებულ განცხადებაში ავიაკომპანია Swiss Internationl Air lines-ი აცხადებს, რომ ბეირუთში ფრენა 2025 წლის 18 იანვრამდე შეწყდა.
1tv.ge