logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ყოველწლიურად ღრმავდება სავაჭრო-ეკონომიკური თანმშრომლობა, განსაკუთრებით ვაჭრობისა და ტრანსპორტის მიმართულებით

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ყოველწლიურად ღრმავდება სავაჭრო-ეკონომიკური თანმშრომლობა, განსაკუთრებით ვაჭრობისა და ტრანსპორტის მიმართულებით

1764077252

ლონდონში მიმდინარე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე  ლი იანგთან.

მხარეებმა ქვეყნებს შორის სატრანსპორტო, მათ შორის საზღვაო სექტორში თანამშრომლობის საკითხთა ვრცელი სპექტრი განიხილეს. მარიამ ქვრივიშვილმა, ისევე როგორც ლი იანგმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებობს სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც დინამიკურად ვითარდება. აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის განვითარებისა და ამ პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე.

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ყოველწლიურად ღრმავდება სავაჭრო-ეკონომიკური თანმშრომლობა, განსაკუთრებით ვაჭრობისა და ტრანსპორტის მიმართულებით. სულ უფრო მზარდი დინამიკით გამოირჩევა ტვირთბრუნვა შუა დერეფნის გავლით - იზრდება ტვირთბრუნვა ჩინეთსა და ევროპას შორის ჩვენი ქვეყნის გავლით. მიმდინარე თვის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება დედაქალაქებს შორის პირდაპირი ფრენების შესახებ. ასევე განიხილება თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ფრენების დაწყების საკითხი. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე ხალხთა შორის თუ ტურისტულ სექტორში კავშირების გაღრმავებას. ჩვენ ასევე მივესალმებით თანამშრომლობის გაღრმავებას საზღვაო სექტორში და ამ კუთხით ჩინეთის გამოცდილების გაზიარებას, განსაკუთრებით იმ მიმართულებებში, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებთან“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დელეგაციის ჩინეთში ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. დღესდღეობით ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა, ხოლო ინვესტიციები ჩინეთიდან 2025 წლის პირველ ნახევარში მზარდი ტენდენციით გამოირჩევა.

"იგლ ჰილსის" მიერ საქართველოში მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება - ვახტამგ ცინცაძე

"იგლ ჰილსის" მიერ საქართველოში მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება - ვახტამგ ცინცაძე

ეკონომიკა

გამოგვყევით