logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავა: ფინანსური სტაბილურობა საქართველოში შენარჩუნებულია

ნათია თურნავა: ფინანსური სტაბილურობა საქართველოში შენარჩუნებულია

1749804744

"ფინანსური სტაბილურობა საქართველოში შენარჩუნებულია. საკმაოდ კარგად გამოიყურება ჩვენი საფინანსო სექტორი იმ თვალსაზრისით, რომ შოკების მიმართ მდგრადია“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ  „ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში ისაუბრა. მისივე შეფასებით, აღნიშნული აისახება მაღალ ლიკვიდობაში, საკმარის კაპიტალის ბუფერებში, რაც ერთობლივი მუშაობის შედეგია, როგორც საბანკო სექტორის, ასევე რეგულატორისაც. 

ნათია თურნავამ საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტემპი საკმაოდ მდგრადია - 15%-დან 17%-მდე იზრდება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც საკმარისია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდეს და არ აწვებოდეს ინფლაციას. 

„მაღალმსესხებელი ეკონომიკაა ჩვენი და აქ უნდა შევხედოთ სესხების ხარისხს, ანუ ე.წ. აქტივების ხარისხს - ცუდი სესხების წილი რა არის, რომელიც არის ისტორიულად ძალიან დაბალ ნიშნულზე (2.5%). ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ მკაცრები ვართ ჩვენც და საკმაოდ მკაცრები არიან ბანკები ამ თვალსაზრისით - ანუ ჯანსაღია. ახლა რამდენად ინკლუზიურია - აქ, რა თქმა უნდა, გვაქვს გამოწვევები. ჩვენ ვისურვებდით, რომ მეტი კონკურენცია იყოს ამ თვალსაზრისით და პატარა ბანკები უფრო მეტად იყენებდნენ ზრდის შესაძლებლობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

გამოგვყევით