logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს მთავრობამ $500 მლნ-ის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება/რეფინანსირება წარმატებით განახორციელა

საქართველოს მთავრობამ $500 მლნ-ის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება/რეფინანსირება წარმატებით განახორციელა

1769669770

საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე - კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

ბოლო 4 წელიწადში, მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი, ევროობლიგაციების ბაზრისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის.

"ახლად გამოშვებული ევროობლიგაციებით განხორციელდა 2021 წლის ობლიგაციების რეფინანსირება. გარდა მოზიდული ფინანსური რესურსისა, ახალი ევროობლიგაციის გამოშვება, მნიშვნელოვანია ორი ფაქტორის გამო: ის განსაზღვრავს ქვეყნის რისკის დონეს, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ.

საქართველოს მთავრობის მიერ განთავსებული ევროობლიგაციები, როგორც ქვეყნის რისკის დონის შემცირების, ისე ინვესტორთა მაღალი ინტერესის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინდიკატორია. კერძოდ, დაფიქსირდა, რომ ქვეყნის რისკის დონე შემცირდა 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, ანუ 25%-ზე მეტით. ამასთან, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა ქართულ ფასიან ქაღალდებზე დაფიქსირდა რეკორდულად მაღალ - 2.8 მილიარდ დოლარამდე, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას 5.5-ჯერ აღემატება. უშუალოდ ტრანზაქციაში, ჯამში, 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა.

თავად ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინვესტორები ამერიკის, ევროპისა და აზიის კონტინენტებიდან ბევრად ნაკლებ რისკიანად აფასებენ საქართველოს, ასევე მზად არიან, რომ 2.8 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელონ საქართველოს ფასიან ქაღალდებში, მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მაღალია ინტერესი და ნდობა საქართველოს მთავრობის რეფორმების, ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ.

საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების გამოშვებით საქართველო უფრო აქტიური იქნება მომავალში არა მხოლოდ ევროობლიგაციების, არამედ სხვა ბაზრებზეც. ინვესტორებთან შეხვედრების დროს, მაღალი ინტერესი დაფიქსირდა ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

"საქართველოს მთავრობამ წარმატებით განათავსა $500 მლნ-ის ოდენობის ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე - ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, არა როგორც ერთჯერადი ფინანსური ტრანზაქცია, არამედ, როგორც ეკონომიკისთვის ძლიერი სიგნალი"

"საქართველოს მთავრობამ წარმატებით განათავსა $500 მლნ-ის ოდენობის ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე - ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, არა როგორც ერთჯერადი ფინანსური ტრანზაქცია, არამედ, როგორც ეკონომიკისთვის ძლიერი სიგნალი"

გამოგვყევით