ახალ სპეციალიზებულ ავიაკომპანია BARK Air-ს ძაღლები პატრონებთან ერთად ძვირად ღირებული, ლუქს კლასის რეისით გადაჰყავს. ავიაკომპანიამ პირველი რეისი ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში შეასრულა.
BARK Air-ი მომხმარებელს სთავაზობს კერძებითა და სათამაშოებით სავსე ფართო მოსაცდელ დარბაზს, სწრაფ შემოწმებას, ბორტზე კი, ლეკვებისთვის სპა მომსახურებას. თვითმფრინავში 14-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, თუმცა, BARK Air-ი ათზე მეტ ბილეთს არ ყიდის, რათა ათი ძაღლის გადასაყვანად საკმარისი სივრცე დატოვოს.
ამჟამად, BARK Air-ის მარშრუტები მოიცავს ფრენებს ნიუ-იორკის უაიტ პლაინსის აეროპორტსა და ლოს-ანჯელესესის ვან ნუისის აეროპორტს, ასევე, ლონდონის ბიგინ ჰილის აეროპორტს შორის.
საერთაშორისო ფრენის ფასი ერთი ადამიანისა და ერთი კომპანიონისთვის, ერთი მიმართულებით $8000, ხოლო შიდა ფრენისას - $6000-ია.
ავიაკომპანია იმედოვნებს, რომ ეს რიცხვები შეიცვლება და კომპანიის ზრდასთან ერთად, ფასები დაიკლებს.
აღსანიშნავია, რომ BARK Air-მა ახალი მიმართულებების დამატების შესახებ 15000-ზე მეტი მოთხოვნა უკვე მიიღო. ახლა, კომპანია განიხილავს ფრენები დაამატოს პარიზის, მილანის, ჩიკაგოსა და სიეტლის, ხოლო სეზონურ რეისებზე - ფლორიდისა და არიზონას მიმართულებით.