logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სამეგრელოში ახალი ეროვნული პარკი შეიქმნება, რომლის ფუნქციონირებისთვის ₾2.7 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება

სამეგრელოში ახალი ეროვნული პარკი შეიქმნება. საუბარია ეგრისის ეროვნულ პარკზე, რომელიც წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში 37 ათას ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ პროექტი საერთაშორისო მხარდაჭერით განხორციელებულ კვლევას ეფუძნება, რომლის ღირებულებამ 64 ათასი ევრო შეადგინა.

პარკის ადმინისტრაცია 22 თანამშრომლისგან დაკომპლექტდება. კანონპროექტი ძალაში 2027 წლიდან შევა, გათვალისწინებულია საბიუჯეტო ხარჯებიც. კერძოდ, 2027-2030 წლებში პარკის ფუნქციონირებისთვის ჯამში დაახლოებით 2 მილიონ 700 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. 2027 წელს კი, გათვალისწინებულია 600 ათას ლარზე მეტი, საიდანაც ნაწილი ინფრასტრუქტურასა და ტექნიკურ აღჭურვაზე, მათ შორის სპეციალური ავტომობილის შესაძენად დაიხარჯება. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ პარკის შექმნა ეკონომიკურ სარგებელსაც მოიტანს, გაიზრდება ტურისტული ნაკადები და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები.

გამოგვყევით