logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ქართულ ბიზნესში ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური კადრების დეფიციტია" - შოთა ბერეკაშვილი

ქართულ ბიზნესში ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური კადრების დეფიციტია, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული საკითხის მოგვარებაში კერძო და საჯარო სექტორის უფრო აქტიური ჩარევა უნდა მოხდეს. 

"ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და გვინდა, რომ ეს ზრდა შევინარჩუნოთ, რაც გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის კვალიფიკაციური კადრების დეფიციტი. ბიზნესისთვის გამოწვევაა, რომ შრომითი ბაზარი ძალიან სუსტია და არ არის კონკურენტუნარიანი. 

ბიზნესთან მუდმივად დიალოგის რეჟიმში ვართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს მაქსიმალური დოვლათის შექმნის შესაძლებლობა მივცეთ და შემდეგ ამ დოვლათის ქვეყნის მოქალაქეებზე გადანაწილება მოხდეს. პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს ეკონომიკის იმ სექტორებში, სადაც კადრების დეფიციტია, გადამზადებები დაიწყოს. პროგრამები სხვადასხვა სექტორში არსებობს და გარკვეული შედეგები გვაქვს, მაგრამ ჩვენ შევისწავლეთ ეკონომიკის მიმართულებები და სადაც კადრების ჭარბი მიწოდება გვაქვს იქ უნდა დავიცვათ შრომითი ბაზარი და სადაც დეფიციტი გვაქვს საჭიროა სწორი ემიგრაციული პოლიტიკის გატარება. იმ სექტორებში, სადაც კვალიფიკაციური კადრები გვაკლია, სანამ ჩვენსას დავატრენინგებთ და გავზრდით, მნიშვნელოვანია, რომ კვალიფიკაციური კადრები შემოვიყვანოთ, რადგან ქვეყნის ეკონომიკას და ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. კვალიფიკაციური კადრების დეფიციტი ძირითადად საწარმოო მიმართულებით თითქმის ყველა სექტორშია. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ გადავამზადოთ ჩვენივე სამუშაო ძალა და მეორეს მხრივ, სანამ ეს პროცესი მიმდინარეობს ეკონომიკა და ბიზნესი არ დაზარალდეს. ასეთი პოლიტიკა ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშია", - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.

გამოგვყევით