logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

J.P. Morgan-ი ახლო პერიოდში, ნავთობის მიწოდების მნიშვნელოვან შეფერხებას არ ელის

J.P. Morgan-ი ახლო პერიოდში, ნავთობის მიწოდების მნიშვნელოვან შეფერხებას არ ელის

1707822389

2024 წლის იანვარში ნავთობის ფასი თვიურად 6.1%-ით გაიზარდა, რაც 2023 წლის სექტემბრის შემდეგ პირველი
თვიური მატება იყო, - ამის შესახებ   Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული. 

საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, ინტუიციურად, 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმასა და მომდევნო თვეებში თანმდევ ესკალაციებს ფასები უნდა გაეზარდა. ჰუსიტები და ირანის მიერ დაფინანსებული სამხედრო დაჯგუფებები წითელ ზღვაში გადამზიდებზე თავდასხმას განაგრძობენ და გასული თვის ბოლოს იორდანიაში აშშ-ს ბაზასაც შეუტიეს, რასაც რამოდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. მიუხედავად დაძაბულობისა, ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ფასი 3.4%-ითაა შემცირებული.

"J.P. Morgan-ის მიხედვით, ამ ეტაპზე ნავთობის ფასებში გეოპოლიტიკური რისკ-პრემიუმი არ არის ასახული, რადგან არსებული მიწოდება საკმარისია მიმდინარე შოკების დასაძლევად. გასულ თვეებში ნავთობის მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხება არ დაფიქსირებულა და არც ახლო პერიოდშია მსგავსი რამ მოსალოდნელი. ამ ეტაპზე წითელი ზღვაში ნავთობის გადაზიდვა 20%-ით არის შემცირებული და არსებული პრობლემები მეტ-ნაკლებად მარტივად იჭრება. მეტიც, J.P. Morgan-ის მიხედვით, გრძელი მარშრუტის არჩევა და აფრიკის კონტინენტის შემოვლა ერთ ბარელ ნავთობზე ფასს საშუალოდ მხოლოდ $2-ით ზრდის, რადგან არაბული სახელმწიფოები მეტწილად ნავთობსადენით გადაზიდვას იყენებენ.

დამატებით, OPEC-ის არაწევრ ქვეყნებში გაზრდილ წარმოებას და OPEC+-ის ქვეყნებში არსებულ გამოუყენებელ რესურსებს (წარმოების ნებაყოფლობით შემცირების გამო) მოთხოვნის მოულოდნელი ზრდის ან/და მიწოდების შემცირების დაფარვა მარტივად შეუძლიათ. შესაბამისად, იანვრის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი არა ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, არამედ აშშ-ში მოულოდნელი ცივი ამინდები და გაზრდილი ეკონომიკა იყო. ჩრდილოეთ დაკოტასა და ტეხასში ძლიერმა ყინვებმა წარმოება დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ბარელით შეამცირა. დამატებით, ამერიკის ეკონომიკის რეალური ზრდა მე-4 კვარტალში 3.3% დაფიქსირდა, რაც მოსალოდნელ 2%-ზე მეტია და ინვესტორების მხრიდან ნავთობპროდუქტების მოთხოვნის მოლოდინზე დადებითად მოქმედებს,"-აღნიშნულია მიმოხილვაში. 

გამოგვყევით