logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

2025 წლის რთველის პერიოდში, სახელმწიფო  ხარისხიან და უხარისხო ყურძენს სხვადასხვა ფასად ჩაიბარებს

2025 წლის რთველის პერიოდში სახელმწიფო  ხარისხიან და უხარისხო ყურძენს სხვადასხვა ფასად ჩაიბარებს. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  ყურძენი ჩვენი იყოს მაღალი ხარისხის. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს უწევს ჭარბი ყურძნის შესყიდვა, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მეწარმე ცდილობს გაბევრების ხარჯზე რაოდენობის ზრდას, რაც მოქმედებს ხარისხზე. ჯერ დამუშავების საგანია მეთოდები, რომლითაც მოხდება ამ ყველაფრის  შეფასება. თუმცა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც სახელმწიფო ჩაიბარებს ყურძენს, ხარისხიან ყურძენზე სხვა ფასი იქნება  და სხვა -  უხარისხოზე. ყურძენი უნდა იყოს ჯანსაღი, მოვლილი, არ უნდა ჰქონდეს ჭრაქი, ნაცარი თუ სხვადასხვა დაავადება,“-აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მისივე თქმით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ თუ ბაზარი თავისით დაარეგულირებს ფასსაც და ხარისხსაც, საუკეთესო შემთხვევაა.  თუმცა, როგორც ლევან მეხუზლა განმარტავს,  არის ბევრი ფაქტორი, რომლის გამოც სახელმწიფო წლებია იღებს ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილებას.

"ჩვენ ის მევენახეები, რომლებსაც მოჰყავთ ხარისხიანი ყურძენი არ უნდა მივატოვოთ. წელსაც მოუწევს სახელმწიფოს  რთველში ჩარევა, თუმცა  ფასში საკმაოდ ხელჩასაჭიდი სხვაობა იქნება."-აღნიშნა ლევან მეხუზლამ. 

გამოგვყევით