logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

25 მაისს, კრიპტო ბაზარი ფინანსურ ტექნოლოგიურ სიმპოზიუმს გამართავს

საქართველოში ფინანსებზე წვდომის გაზრდის მიზნით, 25 მაისს,  კრიპტო სიმპოზიუმი გაიმართება. საუბარია ტოკენიზაციაზე, რაც ბიზნესებს საშუალებას აძლევს, სესხის გარდა, წვდომა ჰქონდეთ პატარა ინვესტორებზეც. ამას კი ამერიკელ, ევროპელ და ავსტრალიელ ინვესტორებთან ერთად შექმნილი ქომიუნითი გახდის შესაძლებელს.

სიმპოზიუმის მიზანი სხვადასხვა სექტორების გაერთიანება, ტექნოლოგიების გამოყენებით მათთვის პოტენციური ზრდის ჩვენება და აქტივებზე საკუთრების უფლების გაძლიერებაა. ორგანიზატორების თქმით, კრიპტო სიმპოზიუმი ზრდის, როგორც ახალგაზრდებში განათლების და ახალი პროფესიების შემოტანის, ასევე ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს.

ღონისძიება კრიპტო ბაზარის ორგანიზებით და ამერიკული კომპანია Bitcoin Magazine -ს, ტეზერის, CityPay.io - ს, ვენროლის, ჩიკაგო კენტისა და ალტეს უნივერსიტეტების პარტნიორობით განხორციელდება. აქტიურად იქნებიან ჩართული ავსტრალიის, აშშ-ს, არგენტინის და ლათინური ამერიკის კრიპტო ქომიუნითები.

ღონისძიების ფარგლებში სპიკერები დამსწრეებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. სიმპოზიუმი ვორქშოფს, გათამაშებებსა და ნეთვორქინგს გააერთიანებს. ღონისძიებას დაესწრებიან ინვესტორები დუბაიდან და ევროპიდან.

გამოგვყევით