სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, კინოინდუსტრიის ქართველი წარმომადგენლების კომპეტენციის ამაღლებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, 5 დღიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა შეიქმნა, - ინფორმაციას სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ავრცელებს.
"სააგენტოს ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, მასტერკლასს გაუძღვებიან ჰოლივუდის წამყვანი პროფესიონალები - პროდიუსერები ჯანეტ მილოუ და ჯინ ლიმოუ (სატელევიზიო სერიალების მიმართულებით).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კინოინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს, რომელთაც მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება აქვთ. ტრენინგები გათვლილია მაქსიმუმ 30 მონაწილეზე..
მასტერკლასები გაიმართება 16-21 სექტემბერს სასტუმრო „რადისონ რედში“.განცხადებების მიღების ბოლო თარიღია 30 ივლისი!მონაწილეობისთვის აუცილებელია, შეავსოთ განაცხადის ფორმა - ადგილები შეზღუდულია,"-აღნიშნულია განცხადებაში.