logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

GITA-სა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

GITA-სა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

1718878396

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  

შეთანხმების ფარგლებში დაიგეგმება კვლევით პროექტებში მონაწილეობა და ერთობლივი კვლევითი აქტივობების განხორციელება, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი ინტერესებიდან გამომდინარე კვლევითი პროექტების განხორციელება, ერთობლივი ძალისხმევით საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება/გაძლიერება.

მემორანდუმი მოიცავს სეუ-ს მიერ ახალი საგანამანათლებლო პროგრამების შემუშავებაში ან/და არსებულის  განახლებაში ჩართულობას, ასევე სასწავლო კურსების სილაბუსების შედგენა/განახლებაში  მონაწილეობას, ასევე მხარეთა პერსონალისათვის, მათთვის საინტერესო თემებზე, ტრენინგების, საჯარო ლექციების, მასტერკლასებისა და სხვა აქტივობების შეთავაზებას.

 

 

გამოგვყევით