logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ქუთაისში, "პანორამა გარდენს ჭავჭავაძის" მშენებლობა 2025 წლის ბოლოს დასრულდება

ქუთაისში, ₾12 მილიონიანი ინვესტიციით,„პანორამა გარდენს ჭავჭავაძის“  მშენებლობა  2025 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო პროექტი ექსპლუატაციაში 2026 წელს შევა.

როგორც პროექტის განმახორციელებელი, სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „პანორამა ჯგუფის“  გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე გეგეშიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტი მოიცავს 14 სართულიან საცხოვებელ ბინას. მოწესრიგებული შიდა და გარე პარკინგით, პირველ სართულზე აუზითა და ფიტნეს დარბაზით.

მისივე ინფორმაციით,  პანორამა გარდენს ჭავჭავაძე – სრულიად ახალი ტიპის, პრემიუმ კლასის კომპლექსია, რომელიც დასვენებისა და ცხოვრებისთვის იდეალურ პირობებს გვთავაზობს.  კომპლექსი დიზაინის უახლესი ტრენდების გათვალისწინებით და პრემიუმ კლასის სამშენებლო და სარემონტო მასალების გამოყენებით იქმნება.

როგორც ალექსანდრე გეგეშიძე აცხადებს, „პანორამა გარდენსის“ ექსტერიერი 21-ე საუკუნის თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს, როგორც მასალების გამოყენებით, ენერგო ეფექტურობით, ასევე ფუნცქიონალურობითა და ინფრასტრუქტურით.

მისივე განცხადებით, აქტიურ ფაზაშია როგორც მშენებლობა, ისე  გაყიდვები. ამ დროისთვის დასრულებულია 6 სართული, რაც შეეხება გაყიდვებს,  ბინების დაახლოებით 60% უკვე გაყიდულია. ძირითადი მყიდველები ადგილობრივები არიან.

„პროექტის ერთ-ერთი ბენეფიტია „პანორამა გარდენსის“  გვერდით მშენებარე მასშტაბური პროექტი „ურბან მოლი“, რომელიც ჩვენს პროექტს და ზოგადად, ქუთაისს  კიდევ უფრო დიდ მიმზიდველობას შესძენს,“-აცხადებს ალექსანდრე გეგეშიძე.

გამოგვყევით