logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"საერთაშორისო მოგზაურების ნაწილში ჯერ კიდევ აღდგენის პროცესში ვართ" - მაია ომიაძე

საერთაშორისო მოგზაურების ნაწილში ჩვენ ჯერ კიდევ აღდგენის პროცესში ვართ და წელს ვფიქრობთ, რომ 80%-იან აღდგენას მივაღწევთ, თუმცა შემოსავლებში გადაჭარბება გვაქვს, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა მაია ომიაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა

მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ნაკლები ტურისტი ჩამოდის, თუმცა მეტ ფულს ხარჯავს. 

"პირველი 2 კვარტალის მონაცემით საქართველოს 2 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო ტურისტი სტუმრობდა. ჩვენი პროგნოზებით სწორად მივდივართ. რა თქმა უნდა, ზაფხულის სეზონს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება წლის ჭრილში, თუმცა აღსანიშნავია 10%-იანი მატება გასულ წელთან შედარებით. ნელ-ნელა ტრენდი უბრუნდება თავის ადგილს. 2019 წლის შემდეგ ჩვენ მუდმივად აღდგენის პროცესში ვიყავით, ხოლო შემოსავლებში გვქონდა გადაჭარბება.

ბოლო კვლევების მიხედვით, აქამდე თუ ტურისტი საქართველოში საშუალოდ 3,5 დღე რჩებოდა, ახლა უკვე 5.5-მდე გაიზარდა დღეების რაოდენობა. შესაბამისად, რაც უფრო დიდხანს რჩება ტურისტი მით უფრო მეტს ხარჯავს. ეს არის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, არ უნდა ვიყოთ ერთ ბაზარზე დამოკიდებული და დივერსიფიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", - აცხადებს ომიაძე. 

გამოგვყევით