logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Neoprint-მა წარმოება მზის ენერგიაზე გადაიყვანა - ინვესტიცია 0.5 მლნ ლარია

ქაღალდის საწარმო Neoprint-მა განახლებადი ენერგიების მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა და საწარმოს სახურავზე მზის პანელები დაამონტაჟა.

შპს Neoprint-ის დამფუძნებელი არჩილ თვარაძე “ბიზნესპარტნიორთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მზის პანელების დამონტაჟება საწარმოს კომუნალურ ხარჯებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს.

"კომუნალური ტარიფები ფაქტობრივად გაორმაგდა, რაც პროდუქციია ფასზეც აისახა. იქედან გამომდინარე, რომ "მწვანე პოლიტიკას" ვატარებთ, გადავწყვიტეთ ეს პრობლემაც ისე მოგვეგვარებინა, რომ გარემოზე ზემოქმედებაც შეგვემცირებინა.

1300 კვადრატული მეტრის ფართობზე, 210 კილოვატის სიმძლავრის აგრეგატები დავამონტაჟეთ. შედეგად, ელექტროენერგიას ვიღებთ მზის ენერგიით. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 0.5 მლნ ლარია, რომელიც პროგრამა "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით განვახორციელეთ, სხვაგვარად, მსგავსი მასშტაბის პროექტის გაკეთება ჩვენი საწარმოს ხარჯებით შეუძლებელი იქნებოდა.

სამომავლოდ, ვგეგმავთ, რომ კიდევ ვისარგებლოთ აღნიშნული პროგრამით და კიდევ 290 კილოვატის მზის პანელებს მოვოთხოვთ." - აღნიშნავს არჩილ თვარაძე.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Neoprint-ი აგვისტოს ომის შემდეგ, წეროვანში, დევნილთა დასაქმების მიზნით შეიქმნა და მას შემდეგ ქაღალდის ნარჩენის გადამუშავების შედეგად, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებს, ქაღალდს და უამრავი სახის მუყაოს პროდუქციას აწარმოებს. 

გამოგვყევით