logo
Loading data...

მიხეილ დუნდუა: ლარის კურსთან დაკავშირებული აჟიოტაჟი დროებითი მოვლენაა და მას ფუნდამენტური საფუძველი არ აქვს

მიხეილ დუნდუა: ლარის კურსთან დაკავშირებული აჟიოტაჟი დროებითი მოვლენაა და მას ფუნდამენტური საფუძველი არ აქვს

1718363640

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული აჟიოტაჟი დროებითი მოვლენაა და მას ფუნდამენტური საფუძველი არ აქვს.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას აღნიშნა,  მსოფლიო ბანკი თავის პროგნოზებს ფუნდამენტური ფაქტორების ანალიზის საფუძველზე ახორციელებს და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესებულია.

„მსოფლიო ბანკი თავის პროგნოზებს ფუნდამენტურ ფაქტორების ანალიზის საფუძველზე ახორციელებს. თუკი აუმჯობესებს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ეს იმაზე მიუთითებს რომ ქვეყანაში ფუნდამენტური ფაქტორები უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე წარმოდგენილი ქონდა მსოფლიო ბანკს წლის დასაწყისში. თუკი მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ფუნდამენტური ფაქტორები უმჯობესდება , ლარის ნებისმიერი მერყეობა დროებითი ხასიათისაა.  ის ჩაცხრება და დაუბრუნდება თავის დონეს. სახელმწიფოს საზრუნავია ფუნდამენტურ ფაქტორებს მიხედოს, სხვა დანარჩენ შემთხვევაში ეროვნული ბანკი მკვეთრი ცვლილებების დროს, ვალუტის ყიდვა-გაყიდვით აბალანსებს ამ პროცესს და ეს თავის შედეგს გამოიღებს, როგორც ადრეც გამოუღია.“-აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პროგნოზი განაახლა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. ახალი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ის ნაცვლად 5.2%-ით გაიზრდება.

ქრისტინე გამთენაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით