logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ ₾5.7 მლრდ-ს გადააჭარბა - გოგა მელიქიძე

საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.7 მლრდ ლარს გადააჭარბა, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე მაღალი მომგებიანობით დინამიკური პორტფელი ხასიათდება.

"14 თვე გავიდა, რაც 3 საინვესტიციო პორტფელი: კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური გაეშვა.  ნომინალურად ამ პერიოდზე დაახლოებით, 19%-მდეა. მას 17%-ით მოჰყვება დაბალანსებული პორტფელი. ამის შემდეგ მოდის 15%-იანი მომგებიანობით კონსერვატიული. მთლიანი ჯამი მთელი საპენსიო აქტივების არის 5.7 მლრდ. ლარი, ხოლო საინვესტიციო მოგება 1.3 მლრდ-ზე მეტი.

ყველაზე დიდი პორტფელი არის კონსერვატიული - 5.6 მლრდ. ლარი. დაახლოებით, 60 მლნ. ლარია დანარჩენი ორი პორტფელი.

2019 წლის პირველი იანვრიდან დაინვესტირებულმა თანხებმა რა მოგებაც მოიტანეს არის 73%. საშუალოდ წლიურად დაახლოებით, 14%-იანი ნომინალური მოგებით იარა საპენსიო ფონდმა", - აცხადებს გოგა მელიქიძე.

მანვე აღნიშნა, რომ საპენსიო სქემა უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის და განსაკუთრებით გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის. გარდა ამისა, გოგა მელიქიძის თქმით, აღნიშნული სქემის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაშიც უმნიშვნელოვანესია.

გამოგვყევით