logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Airbnb-ის აქციები დაეცა

Airbnb Inc.-ის აქციები დაეცა - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. 

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, Airbnb Inc.-ის აქციები მას შემდეგ დაეცა, რაც კომპანიამ კიდევ ერთი იმედგამაცრუებელი პერსპექტივა გამოაქვეყნა აშშ-ს დამსვენებლების მოთხოვნის შენელების შესახებ. უფრო კონკრეტულად, მეორე კვარტალში ჯავშნების რაოდენობა 8,7%-ით გაიზარდა და 125,1 მილიონს მიაღწია, რაც ანალიტიკოსების შეფასებით დაბალი მაჩვენებელია.

ამის მიუხედავად, Airbnb-მა განაცხადა, რომ ის ელოდება ჯავშნების ზრდის „თანმიმდევრულ ზომიერებას“ მესამე კვარტალში. თუმცა ზომიერ ზრდაში რა იგულისხმება გაურკვეველია, რადგან ანალიტიკოსები, 11%-იან ზრდას ელოდნენ ზაფხულში, რადგან მოგზაურობის სეზონი პიკშია.

Reuters-ის ინფორმაციით, დღეს აქციები 14%-ით დაეცა, მესამე კვარტალში მოსალოდნელი უარყოფითი პროგნოზის გამო. ამის მიზეზი აშშ-ში შიდა მოგზაურობაზე მოთხოვნის შენელებაა, რადგან ამერიკელები არასტაბილური ეკონომიკური სიტუაციის გამო, მოგზაურობისგან თავს იკავებენ. 

გამოგვყევით