logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სამხრეთ კორეაში, ღვინის ექსპორტის კუთხით, უკვე დადებითი შედეგები გვაქვს - ლევან მეხუზლა

სამხრეთ კორეაში ღვინის ექსპორტის კუთხით უკვე გვაქვს დადებითი შედეგები. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2"-ზე განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, როგორც კი საქართველოს  კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება,დიდი ალბათობით ეს შედეგები პოზიტიური იქნება. 

როგორც მეხუზლა აცხადებს, სამწუხაროდ გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარება შემცირებულია. 2023 წლის მონაცემებით, ღვინის რეალიზაცია 6%-ით არის დაკლებული. ამ ფონზე კი  ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილია,  რაც კიდევ უფრო სასიხარულოა.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, ქართული ღვინის ექსპორტი 25%/-ით გაიზარდა.ლევან მეხუზლას ცნობით, 2024 წლის პირველ 6 თვეში ქართული ღვინო მსოფლიოს 60 ქვეყანაში გავიდა.

"რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ფასი კიდევ უფრო მეტი გახდეს, თუმცა ბოლო 2 წელი საკმაოდ კმაყოფილები ვართ შედეგებით და მდგომარეობა ექსპორტის თვალსაზრისით დასტაბილურებულია. 2023 წლის მონაცემებით, 1 ლიტრზე გადათვლით დაახლოებით, 40 ცენტით მოიმატა ქართული ღვინის ფასმა, რაც ძალიან კარგი შედეგია და ჩვენ ამ მაჩვენებლით მუდმივად ვრჩებით ტოპ 7 ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. არის პოტენცია, რომ ეს შედეგი გავაუმჯობესოთ. ჩვენ შემთხვევაში გარკვეული ბაზრები მეტს იხდიან.

მაგალითად, აშშ-ში და იაპონიაში, 1 ლიტრზე გადათვლით ფასი ძალიან მაღალი, 5 დოლარი და უფრო მეტიც გვაქვს. თუმცა საბოლოო ჯამში იმ ფასს ვინარჩუნებთ, რომ მუდმივად ვიყოთ ტოპ  5 ქვეყანაში. სამიზნე ქვეყნებში ზრდის ძალიან დიდი პოტენციალია, რასაც გერმანიის მაგალითზე ვხედავთ. მეორე წელია 50%-მდე ზრდა გვაქვს. ასევე, ძალიან წარმატებული წელი გვაქვს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის მიმართულებით, რაც ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. ეს არ გამორიცხავს გაცნობითი ხასიათის ღონისძიებების ჩატარებას თუნდაც საფრანგეთში, ან შედარებით ეგზოტიკურ ქვეყნებში", - აცხადებს ლევან მეხუზლა.

გამოგვყევით