logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბალფასიან სასტუმროებს არჩევენ - Crystal Hotel & SPA

ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Crystal Hotel & SPA- გაყიდვების მენეჯერმა გიორგი მაისურაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბალფასიან სასტუმროებს არჩევენ.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო ზაფხულის სეზონზე 90%-იანი დატვირთულობით მუშაობდა და მათი დამსვენებლები ძირითადად ტურისტები, კერძოდ, არაბული ქვეყნებიდან იყვნენ.

"წინა წელთან შედარებით, დატვირთულობის კუთხით მაჩვენებელი გაზრდილია. საშუალოდ ზაფხულის სეზონზე 90%-იანი დატვირთულობა გვქონდა, ხოლო შარშან 80%-მდე. თუმცა მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების რიცხვი შემცირდა, რადგან ძირითადად დამსვენებლები არაბული ქვეყნებიდან გვყავდა. რაც შეეხება ქართველი დამსვენებლების რაოდენობას, მაღალი დონის სასტუმროებში საკმაოდ შემცირებულია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ძალიან ბევრი აპარტოტელი გაიყიდა ბაკურიანში და ვინც ბაკურიანში ისვენებდა უმეტესმა მათგანმა საკუთარი ბინა შეიძინა. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბალფასიან სასტუმროებს არჩევენ.

ვფიქრობ, რომ ასევე, გაიზარდა უცხოეთში დამსვენებელი ქართველების რაოდენობა, რადგან რამდენიმე წელია უვიზო მიმოსვლა გვაქვს და ძალიან იაფია ფრენები", - განაცხადა .

რაც შეეხება შემოდგომის სეზონზე მოლოდინებს - გიორგი მაისურაძე აღნიშნავს, რომ მათი მიზანია, რომ სასტუმროს დატვირთულობა მინიმუმ 50% იყო.

"ჩვენი ამჟამინდელი დატვირთულობა 55%-მდეა და ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, რადგან სეზონი არ არის ბაკურიანში", - აღნიშნა მან.

გამოგვყევით