იურიდიული კომპანია "ეკოვის ჯორჯიას" წარმომადგენლის, ანა სამსონიას ინფორმაციით, კოლექტიური დავების დროს მთავარი გამოწვევა სტრატეგიული ანალიზი და კომუნიკაციაა, რადგან სწორედ ეს ხდება ხშირად მხარეებს შორის ჩიხის მიზეზი.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" "ეკოვის ჯორჯიას" იურიდიული მიმართულების დირექტორი განმარტავს, კოლექტიური დავის დროს გაფიცვა ბოლო ელემენტია, როდესაც მოლაპარაკების წარმოება შეუძლებელია. ასევე გაფიცვის პერიოდში ანაზღაურების გადახდა არ ხდება, ამიტომ თუ პროცესს თან სწორი სტრატეგია არ ახლავს, შედეგიანი ვერ აღმოჩნდება.
"კანონმდებლობაში გარკვეული მუხლები არ იყო და როგორც აღმოჩნდა, ახლა უკვე ამ მუხლების გამოყენება დაიყო. მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რათა გარკვეულ პროცესებში ჩართვა ავტომატურად შეძლოს. ასევე მნიშვნელოვანია, როგორც დამსაქმებელმა, ისე დასაქმებულმა, საკანონმდებლო მოთხოვნები კარგად იცოდეს, რადგან პროცესებში გაუაზრებლად ჩართვა ორივე მხარისთვის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს. მთავარია, რეალობას საკანონმდებლო მოთხოვნებს სუბიექტი კარგად იცნობდეს.
ბიზნესი შეიძლება ხშირად ავტომატურად რეაგირებდეს კონკრეტულ მოქმედებებზე. ზოგადად, ბიზნესმა თავისი ხედვა უნდა ჩამოაყალიბოს და რეაგირება შეძლოს. კოლექტიური დავა ერთდღიანი არა ხანგრძლივი პროცესია და მნიშვნელოვანი დანაკარგები ახლავს. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ფინანსური დანაკარგები და ორივე მხარისთვის ყველაზე მთავარი - ურთიერთობის გაფრთხილება. მაგალითად, თუ მოლაპარაკების ერთი მხარე ძალიან გაამწვავებს პროცესებს, მოლოდინი რომ მეორე მხარე, ამ ყველაფერს რეაგირების გარეშე დატოვებს არ უნდა გვქონდეს", - აღნიშნავს "ეკოვი ჯორჯიას" იურიდიული მიმართულების დირექტორი.
ანა სამსონია საკითხზე საუბრისას განმარტავს, რომ კოლექტიური დავების შემთხვევაში კომპანიისთვის საქმიანი რეპუტაციის გაფრთხილება ძალიან მნიშვნელოვანია.
"ამ პროცესს ხშირად ახლავს, სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელება, რადგან ჩართულ პირთა წრე საკმაოდ ფართოა. ყველაზე სწორია, მოლაპარაკების დროს მხარეებმა გარკვეული ტაიმაუტი აიღონ", - აცხადებს "ეკოვი ჯორჯიას" იურიდიული მიმართულების დირექტორი.