logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ყველა რეგიონში ძალიან კარგი პროექტები განვახორციელეთ - ცხადია, არსებობს გამოწვევებიც - კახა კალაძე

ყველა რეგიონში ძალიან კარგი პროექტები განვახორციელეთ - ცხადია, არსებობს გამოწვევებიც - კახა კალაძე

1751020962

ცხადია, არსებობს გამოწვევებიც. მე, როგორც დედაქალაქის მერი, ვიტყვი, რომ თბილისში 2017 წლიდან მოყოლებული შთამბეჭდავი პროექტები განვახორციელეთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისივე თქმით, ყველა რეგიონში ძალიან კარგი პროექტები განხორციელდა.

ბოლო წლების განმავლობაში დიდი ყურადღება ეთმობა მუნიციპალიტეტებს, ყველა რეგიონში გვაქვს ძალიან კარგი პროექტები განხორციელებული. მათ შორის, ეს იყო ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეების შექმნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება-განახლება თუ სხვა. ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემებიც, ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და მომდევნო ოთხი წელი იქნება ასევე მნიშვნელოვანი.

მინდა, ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, რადგან ამ მასშტაბის პროექტების განხორციელება მათი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ხელშესახები  ნაბიჯებია გადადგმული.

„პირველ რიგში, მინდა, წარმატებები ვუსურვო პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა პარლამენტში. პრემიერმა წარადგინა კონკრეტული შედეგები ყველა მიმართულებით. გაკეთებული იყო სიღრმისეული ანალიზი. ხაზი გაესვა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, რა მიღწევები გვაქვს. ასევე, საუბარი შეეხო გამოწვევებს და ასევე იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა გავაუმჯობესოთ კონკრეტული მიმართულებები. შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯები. ცხადია, არსებობს გამოწვევები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გამოწვევები იქნას დაძლეული. პრემიერ-მინისტრს თავის გუნდთან, ხელისუფლებასთან ერთად, მინდა წარმატებები ვუსურვო. მომავალი წლები ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოგვყევით